geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძირითადი მოვალეობები:

  • IB DP პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად ფიზიკის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება;
  • ინგლისურ ენაზე სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
  • სასწავლო მასალების, დავალებებისა და შეფასების ინსტრუმენტების მომზადება;
  • მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის მონიტორინგი და შეფასება;
  • მოსწავლეებისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება;
  • პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნა;
  • სკოლის აკადემიურ გუნდთან, კოორდინატორებთან და მშობლებთან თანამშრომლობა;
  • IB DP პროგრამის სტანდარტებისა და შეფასების კრიტერიუმების დაცვა;
  • პროფესიულ განვითარებაში აქტიური მონაწილეობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • უმაღლესი განათლება ფიზიკაში ან შესაბამის სფეროში;
  • ინგლისურ ენაზე სწავლების უნარი;
  • ფიზიკის სწავლების გამოცდილება;
  • საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • IB DP პროგრამის ცოდნა ან მასში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • თანამედროვე სასწავლო მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიულ და საერთაშორისო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • კარიერული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • თანამშრომლობით და ინოვაციებზე ორიენტირებულ სამუშაო კულტურას;
  • თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული